“საინტერესო ვითარებაა, ერთი მხრივ მაღალია უმუშევრობა, მეორე მხრივ კომპანიები ეძებენ კადრებს” – მოლინეუსი

“საინტერესო ვითარებაა, ერთი მხრივ მაღალია უმუშევრობა, მეორე მხრივ კომპანიები ეძებენ კადრებს” – მოლინეუსი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა, შემდეგ კი ბიზნესმა დასაქმებულებისთვის მაღალი ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს.

“საკმაოდ საინტერესო ვითარებაა საქართველოში, როცა ერთი მხრივ ვხედავთ შედარებით მაღალ უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მეორე მხრივ გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომელთაც სურთ დაასაქმონ. კომპანიების ნაწილი გამოცდილი კადრების დეფიციტს განიცდის.

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის განათლების სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. მეორე საკითხი არის ტრენინგების ჩატარება, ხოლო მესამეა მაღალი ანაზღაურების ქონა, რათა ადამიანებმა საქართველოში დარჩენა არჩიონ”,-აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, საქართველომ დღეს დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.

ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.

ბანკის ინფორმაციითვე, ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.

მსგავსი სიახლეები

უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა: თბილისსა და ბათუმში ბინების საშუალო ფასი, თითქმის, ერთმანეთს უტოლდება

უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა: თბილისსა და ბათუმში ბინების საშუალო…

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ბათუმში კი – გაიზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ  განუცხადა, ორივე ქალაქის შემთხვევაში,…
კარტოფილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა – 3 თვეში ქვეყანამ $13.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

კარტოფილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა – 3 თვეში ქვეყანამ $13.4…

I კვარტალში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ 43 465 ტონა პროდუქტის გაყიდვით 13 მილიონ 461 ათასი დოლარის…
როგორ შეიცვალა ფქვილისა და ხორბლის იმპორტი, ფქვილზე იმპორტის გადასახადის დაწესებით?

როგორ შეიცვალა ფქვილისა და ხორბლის იმპორტი, ფქვილზე იმპორტის გადასახადის…

წელს, იანვარ-მარტში საქართველომ 15.5 მლნ აშშ დოლარის 63,326 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე თანხაში 2.6%-ით მეტია, რაოდენობაში…